კვლევითი ცენტრი

კვლევითი ცენტრი: ახორციელებს საქართველოს სივრცითი დაგეგმვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის მონიტორინგსა და ანალიზს, ამზადებს გაუმჯობესების რეკომენდაციებს სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოებისთვის. აწარმოებს საქართველოს სივრცითი განვითარების ინდიკატორების სისტემას. აგრეთვე, ინსტიტუტის გადაწყვეტილებით და/ან დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე ატარებს სივრცითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობისთვის აუცილებელ წინასაპროექტო კვლევებს, მათ შორის:

 ტოპო-გეოდეზიურ აგეგმვებს და ფოტოგრამმეტრიულ კვლევებს;

 ლანდშაფტურ კვლევებს და დენდროლოგიურ აღწერებს (ტაქსაციას);

 განაშენიანების კვლევებს და ინფრასტრუქტურულ აღწერებს;

 ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევებს;

 დოკუმენტურ და სამართლებრივ კვლევებს;

 სოციოლოგიურ კვლევებს;

 გეოლოგიურ და კონსტრუქციულ კვლევებს;

 გარემოზე ზემოქმედების შეფასებებს;

 სატრანსპორტო ზემოქმედების შეფასებებს და მოძრაობის ორგანიზაციის სქემებს;

 სივრცითი განვითარების ცალკეულ საკითხებზე ამზადებს დასკვნებს.