ექსპერტიზის ცენტრი

ექსპერტიზის ცენტრი: ახორციელებს საქართველოს სამშენებლო კანონმდებლობით დადგენილ და გათვალისწინებულ საექსპერტო შეფასებებს სივრცითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროში. კერძოდ, ინსტიტუტის გადაწყვეტილებით და/ან დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე აფასებს:

 სივრცითი დაგეგმვის დოკუმენტაციის (სივრცითი განვითარების გეგმები, განაშენიანების მართვის გეგმები, განაშენიანების არქიტექტურული ესკიზები და პროექტები) შესაბამისობას ნებისმიერი პერიოდის კანონმდებლობასთან/სამიზნე სტანდარტებთან;

 სანებართვო/სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისობას ნებისმიერი პერიოდის კანონმდებლობასთან/სამიზნე სტანდარტებთან, მათ შორის „უსაფრთხოების წესებთან“;

 არსებული შენობის/მისი ანაზომი ნახაზების შესაბამისობას ნებისმიერი პერიოდის კანონმდებლობასთან/სამიზნე სტანდარტებთან.