ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავება

საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტი აქტიურად მონაწიელობს
ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავებაში.

ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის
დოკუმენტაციისშემუშავება გენერალურ გეგმას, განაშენიანების
დეტალური გეგმების და განაშენიანების გეგმების,
გარემოს სტრატეგიული შეფასებისა და მცხეთის ქალაქმშენებლობითი
კადასტრის მომზადებას ითვალისწინებს.

2019 წლის 5 მარტიდან - საქართველოს მუნიციპალური განვითარების
ფონდსა და ამხანაგობა „აქოლისს“ შორის დადებული ხელშეკრულებით
დოკუმენტზე 8 კომპანია და 3 ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია მუშაობს.
საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტი დოკუმენტის
შემუშავებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და პროექტის ადმინისტრირებას,
ლოჯისტიკას, კოორდინაციასა და დარგობრივი მიმართულებით
გარე ექსპერტების ჩართულობას უზრუნველყოფს.