SDMI - საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტი ტექნიკური რეგლამენტის
"შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის N-41-ე დადგენილებთ) არქიტექტურულ-დაგეგმარების შესახებ სერტიფიცირებულ ტრენინგ კურსს გთავაზობთ
- სწავლების პროცესში, თითოეული საკვანძო საკითხი შინაარსობრივად განიხილება და ანალიზდება .
- ტრენინგის უმეტესი ნაწილი მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში.
- ადგილზე განიხილება პროექტები და დგინდება უსაფრთხოების ნორმებთან მათი შესაბამისობა/შეუსაბამობა.
ტრენინგი მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს:
- გამოყენება და დაკავებულობის კლასიფიცირება
- გამოყენებისა და დაკავებულობის სპეციალური დეტალური მოთხოვნები
- შენობის ზოგადი სიმაღლე და ფართობი
- კონსტრუქციის ტიპები
- ცეცხლისა და კვამლისგან დაცვის საშუალებები
- ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები
- გასასვლელი საშუალებები
- მისაწვდომობა
- შიდა გარემო
- გარე კედლები
- სახურავის ანაწყობები და სახურავ ზედა ნაგებობები
- წყალსადენი სისტემები
- ლიფტები და გადამზიდი სისტემები
- სპეციალური მშენებლობა
- საზოგადოებრივ გზებში შეჭრა
- უსაფრთხოების ზომები მშენებლობის დროს
- არსებული ნაგებობები
ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები მიეჩვევიან უსაფრთხოების წესების შესაბამის არქიტექტურულ-დაგეგმარებით აზროვნებას და ჩამოუყალიბდებათ განსხვავებული მიდგომები. შეძლებენ აღნიშნული წესების გამოყენებას, როგორც არქიტექტურული პროექტის მომზადებისას, ასევე მისი შემოწმებისას.
სილაბუსის გადმოწერა